ყოველდღიურად ათასობით ახალი მავნე პროგრამა იქმნება, რომლებიც უსაფრთხოების სისუსტეების გამოყენებით ნეგატიურ გავლენას ახდენენ ბიზნესზე. რეპუტაციული ზიანისა და ფინანსური დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ყოველი ახალი სისუსტის გამოვლენა და გამოსწორება.

CyberHouse გთავაზობთ შეღწევადობის ტესტს და სისუსტეების ანალიზს, რათა თავი დაიცვათ იმ მზარდი საფრთხეებისგან რომლებიც რეალურად ემუქრება თქვენი ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოებას. ჩვენ ვიყენებთ სკანირების უახლეს საშუალებებს, რათა განვახორციელოთ სისუსტეების იდენტიფიკაცია და შეფასება. სისუსტეების აღმოჩენის შემდეგ ხორციელდება შეღწევადობს ტესტი, რომელიც წარმოადგენს რეალური ჰაკერული შეტევის სიმულიაციას, რათა მაქსიმალურად რეალისტურად იქნას დანახული პოტენციური საფრთხის შემცველი სცენარები. შეღწევადობის ტესტის შედეგად, თქვენ მიიღებთ დეტალურ ანგარიშს სისუსტეებისა და განხორციელებადი შეტევების შესახებ, ასევე სამოქმედო გეგმას სისუსტეების გამოსასწორებლად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სისუსტეების და საფრთხეების იდენტიფიკაციასა და ანალიზს
  • შეღწევადობის ტესტს შიდა ქსელსა და ინფრასტრუქტურაზე
  • შეღწევადობის ტესტს სისტემებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ინტერნეტიდან
  • შეღწევადობის ტესტს ვებ აპლიკაციებსა და საიტებზე

ჩვენი მეთოდოლოგია:

  • დაგეხმარებით თქვენი საქმიანობის სპეციფიკასთან შესაბამისი მოთხოვნის ჩამოყალიბებაში
  • შევიმუშავებთ და გაგაცნობთ პროექტის გეგმას
  • განვახორციელებთ სისტემაში არსებული სისუსტეების იდენტიფიკაციას
  • განვახორციელებთ სისტემაში არსებული სისუსტეების ანალიზს საფრთხეებთან მიმართებაში
  • დავგეგმავთ თითოეული სისუსტის გამოყენების სცენარს
  • სცენარის მიხედვით განვახორციელებთ ჰაკერული შეტევის სიმულიაციას
  • განვახორციელებთ ჰაკერული შეტევისგან მიყენებული უარყოფითი გავლენის ანალიზს
  • მოვახდენთ სისუსტეების შეფასებას კრიტიკულობის მიხედვით
  • წარგიდგენთ ანგარიშს, სადაც კრიტიკულობის მიხედვით ასახული იქნება სისუსტეები, წარმატებული ჰაკერული შეტევის სცენარები და გამოსწორების დეტალური რეკომენდაციები