ყველა ორგანიზაციის ხერხემალს მისი თანამშრომლები შეადგენენ – მთელი ჯაჭვის სიძლიერე მისი ყველაზე სუსტი რგოლით განისაზღვრება.

მომხმარებლების ქცევა, არასრულყოფილი ცოდნა ტექნოლოგიებისა და საფრთხეების შესახებ, საშუალებას აძლევენ თავდამსხმელებს წარმატებულად შეაღწიონ სხვადასხვა ორგანიზაციის ინფორმაციულ სისტემებში.

რადგანაც კომპიუტერული სისტემები ხშირად ადამიანთა დაშვებული შეცდომების გამო ტყდება, შეიძლება ითქვას, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ჩადებული სხვა ინვესტიციების დაზღვევაა.

ჩვენი კომპანიის მიზანია შემოგთავაზოთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებული ექსკლუზიური პროდუქტი თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას.

ტრენინგში შემავალი საკითხების არასრული სია

  • ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლების მნიშვნელობა და საჭიროება

  • ყველაზე გავრცელებული საფრთხეები: ფიშინგი, ვიშინგი, სპამი, ვირუსები. . .

  • თაღლითობის სქემები

  • სოციალური ინჟინერია

  • უსაფრთხო ბრაუზინგი

  • სოციალური ქსელებიდან მომდინარე საფრთხეები

სარგებელი თქვენი თანამშრომლებისთვის

  • გაიაზრებენ, რომ არა-IT თანამშრომლები ჰაკერების უპირველესი სამიზნეები არიან და რომ ინფომაციული უსაფრთხოება ორგანიზაციის ყველა წევრის მოვალეობაა

  • შეძლებენ ამოიცნონ საეჭვო წერილები და მოიქცნენ შესაბამისად

  • შეძლებენ გაარჩიონ და აღმოფხვრან სოციალური ინჟინერიის შემთხვევები

  • გამოიმუშავებენ ინტერნეტში უსაფრთხო ბრაუზინგის უნარებს

  • გაიაზრებენ პაროლებისა და სხვა კონტროლების მნიშვნელობას, შეძლებენ აირჩიონ დასამახსოვრებლად მარტივი, მაგრამ ძლიერი პაროლები

  • გაიგებენ ინტერნეტის, სოციალური ქსელების, სმარტფონების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს

სარგებელი თქვენი ორგანიზაციისთვის

  • თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების შედეგად შეძლებთ რისკების შემცირებას

  • მომხმარებელთა მიერ უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკების გააზრების შემდეგ, თქვენი IT უფრო მარტივად შეძლებს კონტროლების დანერგვას

  • გახდება უფრო მედეგი ინტერნეტში გავრცელებული საფრთხეების მიმართ

  • ტრენინგების დროისა და ადგილის შერჩევის მოქნილობის გამო მოახერხებთ მინიმალურ დროში მაქსიმალური სარგებლის მიღებას

  • მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღებთ ინდივიდუალური ტესტირების შედეგებსა და სერტიფიკატს ყოველი თანამშრომლისთვის

ტრენინგის მეთოდი:

ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღება მაშინ, როდესაც სწავლა არა მარტო სასარგებლო, არამედ სახალისოცაა. ჩვენი ტრენინგები არის ინტერაქტიული და მიზნად ისახავს მსმენელების მაქსიმალურად ჩართვას თამაშების, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და სხვადასხვა სიტუაციების სიმულაციის საშუალებით. ტრენინგის მონაწილეებს დაურიგდებათ მასალა, რომლითაც მომავალში ტრენინგზე გავლილი საკითხების გადახედვას შეძლებენ.

გახსოვდეთ, რომ მთელი ჯაჭვის სიძლიერე მისი ყველაზე სუსტი რგოლით განისაზღვრება.