რამდენად უწყობს ფეხს თქვენი კონტროლები ინფორმაციული სისტემების ცვლილებებს?

უსაფრთხოება ყოველდღიური პროცესია და არა ერთჯერადი ინვესტიცია. მთავარი საფრთხე უსაფრთხოების ყალბი შეგრძნებაა.

აუდიტის მეშვეობით თქვენ შეგეძლებათ უსაფრთხოების სფეროში ჩადებულ ინვესტიციას სწორი მიმართულება მისცეთ და გადააქციოთ დანახარჯად, რომელიც შეინარჩუნებს ღირებულებას მომავალშიც.

ჩვენ გთავაზობთ:

  • რისკების თანმიმდევრულ ანალიზს

  • ორგანიზაციაში არსებული უსაფრთხოების სტატუსის შეფასებას

  • უსაფრთხოების კონტროლების ეფექტურობის ანალიზს

  • უსაფრთხოების არსებული პროცესებისა და პროცედურების გადახედვას

  • საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებასა და ე.წ. gap ანალიზს

  • ტექნიკური დოკუმენტაციის რევიუს

  • ტექნიკური მოწყობილობების (ფაიერვოლები, ვებ ფილტრები და ა.შ.) კონფიგურაციის გაანალიზებას

  • ორგანიზაციის ქსელური არქიტექტურის ანალიზს

  • ფიზიკური უსაფრთხოების შემოწმებას

თქვენ მიიღებთ:

  • არგუმენტირებულ რჩევებს უსაფრთხოების განვითარების სტრატეგიისთვის

  • არსებული კონტროლების გაუმჯობესების შესაძლებლობას

  • რეკომენდაციებს ახალი კონტროლების დანერგვაზე

  • კონკრეტულ რეკომენდაციებს პროცესებისა და პროცედურების გაუმჯობესებაზე

  • დასანერგი პროცესების დიზაინს, დოკუმენტაციას, დანერგვის და მონიტორინგის სახელმძღვანელოებს

  • სრულ კონფიდენციალობას

ჩვენი მეთოდოლოგია:

  • ინტერვიუები თანამშრომლებთან

  • დოკუმენტაციის ანალიზი

  • ტექნიკური კონფიგურაციების ანალიზი
  • პროგრამული კოდის ანალიზი

  • ტესტირება/შეტევის სცენარების სიმულაცია