ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების, მზარდი საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით, ორგანიზაციებში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა აუცილებელი ხდება.

ჩვენ გთავაზობთ ინფორმაციული უსაფრთხოების აუთსორსინგის სერვისს. აუთსორსინგი ეკონომიკური გარემოს, ბაზარზე კადრების დეფიციტისა და სიძვირის გათვალისწინებით, ეფექტური სტრატეგიაა. ის საშუალებას გაძლევთ შეამციროს ხარჯები და გამოთავისუფლებული რესურსები კრიტიკული ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისკენ მიმართოთ.

ჩვენი გუნდი შედგება კვალიფიციური, გამოცდილი და სერტიფიცირებული პროფესიონალებისგან, რაც უზრუნველყოფს ჩვენი სერვისის მოქნილობას, ეფექტურობასა და ხარისხს.

ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა გულისხმობს ორგანიზაციაში იმ უსაფრთხოების ფუნქციების განხორციელებას, რომლებიც რელევანტურია თქვენი ბიზნესისთვის, მათ შორის:

  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურების და ინსტრუქციების ჩამოყალიბება და განვითარება.
  • უსაფრთხოების პროცედურებისა და წესების დანერგვისა და განხორციელების მონიტორინგი.
  • აქტივების გამოვლენა და მართვა.
  • რისკების ანალიზი და მართვა.
  • უსაფრთხოების ტექნიკური კონტროლების შესრულების მონიტორინგი: ლოგები, IPS/IDS, უსაფრხთხოების სისუსტეები და განახლებები, ფაიერვოლი, SIEM, ანტივირუსი.
  • პერიოდული კონტროლის განხორციელება: ინფრასტრუქტურის შემოწმება უსაფრთხოების კონფიგურაციაზე, მომხმარებელთა წვდომის უფლებების მართვა, სკანირება (როგორც შიდა, ისე გარე), ტექნიკური ტესტების ჩატარება.
  • შიდა და შეძენილი პროგრამული პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
  • ორგანიზაციის პროექტებში მონაწილეობა და ტექნიკური გადაწყვეტების ანალიზი უსაფრთხოების მხრივ.
  • საკანონმდებლო, რეგულატორულ და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობა.
  • ორგანიზაციის თანამშრომლებისა და IT-სთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.
  • აუდიტისა და შეღწევადობის ტესტების მართვა.
  • ინფრასტრუქტურულ/ტექნიკურ პროექტებში უსაფრთხოების ექსპერტიზის მოწოდება.
  • უსაფრთხოების ინციდენტების მონიტორინგი და მართვა.
  • თანამშრომლებში ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების შესახებ და ტრენინგები.
  • უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტიზის მოწოდება და მხარდაჭერა.