კიბერჰაუსი და სოფტლაინი ერთობლივად წარმოგიდგენთ მაღალი დონის კიბერუსაფრთხოების კურსს,  რომელიც  დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი ორგანიზაცია კიბერ უსაფრთხოების უახლესი გამოწვევებისგან. ტრენინგის ავტორებს აქვთ უსაფრთხოების კვლევის და ამ კუთხით მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ეფექტური კიბერუსაფრთხოების არსებობა მას შემდეგ ხდება ორგანიზაციებისთის აქტუალური, რაც ორგანიზაცია დადგება დიდი ოდენობით ფინანსური ან რეპუტაციული დანაკარგების წინაშე. „პრევენცია იდეალურია, მაგრამ დეტექცია სავალდებულო“. ამასთანავე დეტექციას, დროული შემაკავებელი ქმედებების გარეშე არ მოქვს დიდი სარგებელი. უსაფრთხოება პროცესია და აუცილებელია მუდმივი გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია შეტევის იდენტიფიკატორების წინასწარ განსაზღვრა და ჩამოყალიბება, შეღწევადობის ტესტირების პერიოდული ორგანიზება, სისუსტეების დროული აღმოჩენა. “PREVENT – DETECT – RESPONSE” – სტატეგიის ჩამოყალიბება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმა.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ:
• გაანალიზონ ვებ და დესკტოპ აპლიკაციების სისუსტეები
• წაიკითხონ და გაანალიზონ სხვადასხვა სახის ლოგ ჩანაწერები
• დააიდენტიფიცირონ შეტევა და აღმოაჩინონ ანომალიები ქსელურ ნაკადში.
• აღმოაჩინონ სხვადასხვა ტიპის მავნე პროგრამები და მოახდნონ მისი ანალიზი.
• აღმოაჩინონ ვინდოუსზე და ლინუქსზე არსებული სისუსტეები, ან კომპრომენტაციის ნიშნები.

ვინ უნდა დაესწროს?
• კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსები
• SOC – ის ინჟინრები და ანალიტიკოსები
• ქსელის უსაფრთხოების სპეციალისტები
• სისტემის უსაფრთხოების სპეციალისტები
• კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორები
• ინფორმაციული სისტემების ადმინისტრატორები
• ყველას ვისაც აქვს კარგი ტექნიკური ბექგრაუნდი და სურს გაიღრმავოს ცოდნა უსაფრთხოებაში.

ტრენინგის სილაბუსი

Working with virtual environment
Web Application Security
Log file analysis
Cryptography
Network Traffic analysis
Malware analysis (case study)
Forensics
Application security
Final exercise

ტრენინგის დასრულების შემდეგ, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატები.

ტრენინგის ღირებულება
ღირებულება – 1760 ლარი (ფიზიკურ პირებზე მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება)
ჯამური ხანგძლივობა – 30 საათი (7 შეხვედრა)

ტრენინგები ჩატარდება
21- 27 მაისი: 14:00 – 19:00
„სილიკონ ველი თბილისი“
თბილისი 0162, საქართველო ი.ჭავჭავაძის გამზირი N82

შ.პ.ს კიბერჰაუსი
JSC TBC Bank
ბანკის კოდი : TBCBGE22
ანგარიში ნომერი: GE76TB7885736020100002
საიდენთიფიკაციო კოდი: 405093312

 

    • ტრენინგზე რეგისტრაცია 
      რეგისტრაციის ბოლო ვადა 14 მაისი

      დატოვეთ კომენტარი