დისტანციურად მუშაობის ეფექტური მართვა

შენიშვნა: სტატიაში განხილულია პროდუქტი, რომლის გაყიდვითაც კიბერჰაუსი მიიღებს გარკვეული შემოსავალს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პარალელურად გაიზარდა დისტანციურად მუმუშავეთა რიცხვიც. პანდემიამ გვაჩვენა, რომ სამუშაოების გარკვეული ნაწილი, ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლებელია დისტანციურად შესრულდეს. ამასთანავე გაიზარდა მოთხოვნა ისეთ ტექნოლოგიურ პლატფორმებზე, რომლებიც საშუალებას აძლევს კომპანიებს და თანამშრომლებს დაკავშირებულები იყვნენ ერთმანეთთან საკუთარი სახლებიდან.

განვიხილოთ რამდენიმე ყველაზე პოპულარული ვირტუალური პროგრამების მაგალითები: 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მარტამდე, Microsoft Teams-ის მომხმარებლების რაოდენობა 20 მილიონით გაიზარდა. ამჟამად პლატფორმას 44 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მიუხედავად Zoom-ზე განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევებისა და უსაფრთხოების მხრივ დეფექტებისა, აქტიური მომხმარებლების რიცხვი 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტამდე 10 მილიონიდან 200 მილიონამდე გაიზარდა. მსგავს ვირტუალურ პლატფორმებზეც, როგორიცაა Slack და Cisco WEBEX, ბოლო რამდენიმე თვეა შეინიშნება მასიურად მომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა.

სურათზე ნაჩვენებია Google Trend-ის მონაცემები, რომელიც ასახავს რამდენად გაიზარდა დისტანციურად მუშაობის მიმართ დაინტერესება პანდემიის პერიოდში.

დისტანციური სამუშაოები საჭიროებს უფრო მეტ ჩართულობას საქმეში, ამასთან, რაც უფრო დატვირთულები არიან თანამშრომლები, მით უფრო პროდუქტიულად მუშაობენ.

Gallup-ის თანახმად, დატვირთული თანამშრომლებით დაკომპლექტებულ  კომპანიაში 41%-ით იკლებს თანამშრომელთა გაცდენის შემთხვევები, 40%-ით მაღალია შესრულებული სამუშაოს ხარისხი და 21%-ით მეტია შემოსავლიანობის მაჩვენებელი.

თუმცა სახლიდან მუშაობა ავტომატურად არ ნიშნავს მეტ პროდუქტიულობას. ზოგისთვის დისტანციურად მუშაობამ საქმე გაამარტივა, უმეტესობა ორგანიზაციებისა და თანამშრომლებისთვის წარმოშვა ახალი გამოწვევები – დროის მენეჯმენტი, დავალებების მართვა, შესრულებული სამუშაოს ეფექტურობის გაზომვა.

ამ პრობლემებს ზოგიერთი კომპანია ერთიანი პლატფორმების საშუალებით მარტივად უმკლავდება. ერთ-ერთი მათგანია Time Doctor, რომელიც უკვე კიბერჰაუსის პარტნიორი ორგანიზაციაა. Time Doctor არის დისტანციურად შესრულებული სამუშაოს მონიტორინგისთვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა. გუნდები ამ პროგრამას იყენებენ ცალკეული წევრების სამუშაო პროგრამაზე დაკვირვებისა და შესაბამისად სამუშაო პროგრამის ოპტიმიზაციისთვის. Time Doctor მორგებულია დისტანციურად მომუშავე გუნდების სპეციფიკაზე.

გუნდის ხელმძღვანელებს შეუძლიათ იხილონ დავალების შესრულებისთვის დახარჯული დრო, ასევე არაპროდუქტიულად გატერებული დრო, როგორიცაა, მაგალითად, არასამუშაო ვებგვერდებზე შესვლა. პროდუქტიულობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ყურადღების გამფანტავი ფაქტორები – სოციალური ქსელები, youtube. . . პლატფორმა იდეალური საშუალებაა გამოვავლინოთ საკუთარი არაეფექტური “წერტილები” და მეორეს მხრივ, გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია და თანამშრომლობა ჩატის მონიტორინგის, ლოგირების, დროის გამოყენებაზე სხვადასხვა შეტყობინებების დაყენების, GPS მონიტორინგის და 50-მდე სხვადასხვა ხელსაწყოსთან (მათ შორის, Slack, Jira, Asana, BitBucket, Github, Office 365, Salesforce და სხვა მრავალი) ინტეგრაციით.

გაეცანით დემოს

Time Doctor – ის ფუნქციონალი:
სრულად მორგებადი, საჭიროებისამებრ ჩართვის და გამორთვის ფუნქციით

დროის მართვა

დროის მართვა

სქრინშოტები/ ეკრანის ფოტოები

ჩატის მონიტორინგი

ჩატის მონიტორინგი

კლიენტების მახასიათებლები

დეტალური რეპორტინგი

ვების & აპლიკაციის გამოყენება

გადახდები

აკონტროლეთ ყველა მოწყობილობა

ინტეგრაციები

სამუშაო საათების ალერტები/გამაფრთხილებელი შეტყობინებები

GPS Tracking

Off Track შემხსენებლები

თეთრი სია

ვებკამერით გადაღება

მუშაობის დაწყების და დასრულების კონტროლი

შესვენების კონტროლი

Time Doctor-ის პლატფორმის გამოსაყენებლად აუცილებელია გადმოწეროთ იგი კომპიუტერში, ან დააინსტალიროთ Chrome-ის extension. დროის კონტროლის ჩასართავად საჭიროა გაააქტიუროთ Play ღილაკი, რომელიც ავტომატურად გაუწევს მონიტორინგს თქვენს დროს და მოქმედებას. ადმინისტრაციულ პანელში ნაჩვენებია რამდენი საათი მოანდომეს თანამშრომლებმა კონკრეტულ დავალებებზე სამუშაოდ. დესკტოპ ვერსია მეთვალყურეობას უწევს, ასევე, თანამშრომლების მიერ გამოყენებულ ვებგვერდებსა და აპლიკაციებს.

Time Doctor საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან კლიენტზე დაფუძნებული სისტემა, რომლის საშუალებითაც კლიენტს შეეძლება აკონტროლოს პროექტები, პროექტის მოხსენებები და გამოიყენოს ეკრანის მონიტორინგის ფუნქცია. პროგრამას აქვს დამატებითი უპირატესობა, გადახდის სისტემებთან ანგარიშის დაკავშირებით ხელმძღვანელებს შეუძლიათ განახორციელონ გადახდები თანამშრომლებთან. შესაძლებელია, ასევე, დააწესონ კონკრეტულ თარიღში გადახდა.

 

უფრო მეტი კომფორტისთვის, Time Doctor ინტეგრირდება Google Calendar-თან, იგი ასევე სთავაზობს მომხმარებლებს ორმხრივ ინტეგრაციას ისეთ სერვისებთან, როგორიცაა Asana, Trello და Jira. ამასთან, ხელმძღვანელებს შეუძლიათ გამოიყენონ გარკვეულ დროში ერთხელ პროდუქტიულობაზე ფოკუსირებული ალერტის ფუნქცია (“Are you still working?” და “Poor Time Use” შეტყობინებები), რომელიც ახსენებს თანამშრომლებს რამდენად ეფექტურად იყენებენ სამუშაო დროს.

საბოლოო ჯამში, Time Doctor ამარტივებს პროექტის მენეჯმენტს დროის კონტროლის ფუნქციონალის დახმარებით, რომელიც მყარ საფუძველს უქმნის გუნდის ლიდერებს, დეტალურად ადევნონ თვალი კომპანიის ეფექტურობას და განსაზღვრონ მომგებიანობა, და მომხმარებლებს, რომლებისთვისაც, ასევე, სარგებლის მომტანი იქნება პროდუქტიულობის გაზრდის და განვითარების კუთხით. დაინტერესების შემთხვევაში, პროგრამაზე უფრო დეტალური ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს, ამასთანავე, შეგიძლიათ გამოიყენოთ 14 დღიანი უფასო ვერსია და თავად გატესტოთ იგი.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემია ყველასთვის რთული პერიოდია, ის შეიძლება უფრო მეტი გამძლეობის და ეფექტურობის მომტანი იყოს, როგორც კომპანიებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის.

პროდუქტზე ფასდაკლების მისაღებად დაგვიკავშირდით

Time doctor ის დემო ვერსიით სანახავად გადადით ბმულზე