რა მსგავსებაა პაროლსა და საცვლებს შორის?

ალბათ ვერ წარმოგვიდგენია, რა მსგავსება შეიძლება იყოს ამ ორს შორის, თუმცა, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს საკითხი გამოკითხვის საგანიც კი გახდა. გამოკითხვა კი, არც მეტი არც ნაკლები, Kaspersky-მ ჩაატარა. კომპანიამ ევროპელებს რამდენიმე კითხვა დაუსვა პაროლისა და საცვლების მსგავსების შესახებ. გამოკითხვის შედეგები არც ისე სახალისო აღმოჩნდა.

როგორც გაირკვა, ევროპელების 44% უზიარებს თავის პაროლებს კოლეგებს, ოჯახის წევრებს ან მეგობრებს., თანაც არაერთგზის. თუმცა იგივე გამოკითხულთა მხოლოდ 26% თანხმდება თავისი საცვლის სხვისთვის გაზიარებას. როგორც აღმოჩნდა ამ მხრივ ყველაზე კიბერ-საზრიანები ჰოლანდიელები და ბრიტანელები არიან.

გამოკითხვა ასევე შეეხო, პაროლის შეცვლის სიხშირესაც. ამ მხრივ ყველაზე ცუდი  imagesმაჩვენებელი საფრანგეთში დაფიქსირდა, სადაც გამოკითხულთა 58% ამბობს, რომ წელიწადში ორჯერ ან უფრო ნაკლებჯერ ცვლის პაროლს. ამ შემთხვევაში ყველაზე საზრიანები გერმანელები აღმოჩნდნენ.

გამოკითხვის მიზანი პაროლის შეცვლისა და საიდუმლოდ შენახვის მნიშვნელობაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება იყო.

„ადამიანების უმრავლესობა თეთრეულს რეგულარულად ცვლის, ყოველდღე ან უფრო ხშირად. რაც შეეხება პაროლებს, მათ მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ აახლებს 6 თვის განმავლობაში ან ტოვებს უცვლელად.

მოეპყარით თქვენს პაროლებს ისე, როგორც ეპყრობით თქვენს თეთრეულს“ – წერენ Kaspersky-ის ბლოგზე.

ავტორი: სალომე ლილუაშვილი

მომზადებულია itproportal-ისა და blog.kaspersky.com-ის მასალების მიხედვით.