კიბერჰაუსი სისუსტეების მართვის ბაზრის ლიდერ Qualys-თან პარტნიორობის ფარგლებში გთავაზობთ სისუსტეების სკანირების სერვისს (vulnarability Scanning).

თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ, როგორც გარე, ისე შიდა ინფრასტრუქტურა პოტენციური შეტევების არსებობაზე მარტივად და მისაღებ ფასად.

 

რატომ უნდა გამოიყენოთ ჩვენი სკანირების სერვისი?

დაზოგეთ ფინანსები – ჩვენი ფასები მორგებულია თქვენს ინფრასტრუქტურაზე. თქვენ აღარ გჭირდებათ ძვირადღირებული პროდუქტის შეძენა.

აირჩიეთ სიმარტივე – თქვენ არ მოგიწევთ ადამიანური რესურსის დახარჯვა სკანირების ორგანიზებაში, რეზულტატების გაანალიზებასა და რეპორტინგში.

მიიღეთ შედეგი – დაგვიკვეთეთ და მიიღეთ სკანირების რეზულტატი რამდენიმე საათში: თქვენ არ მოგიწევთ რაიმე პროდუქტის ყიდვა და ამ პროდუქტში თავად გარკვევა.

 

ფასი დამოკიდებულია დასასკანი IP მისამართების რაოდენობასა და პერიოდულობაზე. ფასის გასაგებად გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • დასასკანი IP-ების რაოდენობა
  • სკანირების თქვენთვის სასურველი პერიოდულობა (ყოველთვე, ყოველ 3 თვეში, წლიური. . .)
  • დასასკანი IP-ები არიან გარე ქსელში (ხელმისაწვდომი ინტერნეტიდან) თუ შიდა ქსელში.

 

პირველ 10 კომპანიას კიბერჰაუსი 1 გარე IP მისამართს დაუსკანერებს სრულიად უფასოდ!

მოგვწერეთ: info@cyberhouse.ge